05:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 19:20:36, 1030 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თემაზე „შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია და თანამედროვე გამოწვევები“, ლექცია წაიკითხა. 

ლექციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრები დაესწრნენ. 

თავდაცვის მინისტრმა კაპელანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შეიარაღებული ძალების რეფორმებზე და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და სამხედრო მოძღვრებს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

თავდაცვის მინისტრის ლექციით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო მოძღვრებისთვის ორგანიზებული "სწავლების მეთოდისა და ხარისხის ამაღლების" კურსი დასრულდა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების 33 სამხედრო მოძღვარს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ. 

სალექციო კურსის ფარგლებში თბილისის სასულიერო სემინარიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ოკუმენტს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და სასულიერო სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სასულიერო სემინარიის შორის ერთობლივი სამეცნიერო, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართება.

დღესვე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარაკლისი გადაიხადა და სამხედრო მოძღვრების დახმარებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორია აკურთხა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics