|
2017-06-01 17:37:39, 1764 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.აღინიშნა, რომ საქართველო-ირანს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალი არსებობს. ლევანდავითაშვილმა ირანის ელჩს სოფლისმეურნეობის განვითარების მიზნით შემუშავებული პროგრამები და სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბრისას ლევან დავითაშვილმა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის ხელშეწყობასა და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირანის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აკვაკულტურის განვითარების, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობა ირანული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამომავლოურთიერთობის გაღრმავების მზაობა არსებობს.
(Nშ)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)