10:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 12:07:30, 2508 ნახვა

სამართალი კომენტარი
შოთაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოში გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან  დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შოთაძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრეს. ამასთან, შოთაძე არ საუბრობს, როგორ დატოვა მან ქვეყანა, როდესაც თან არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.

„მე ვერ გეტყვით როგორ დატოვა მან ქვეყანა. მე შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ში დაწყებული გამოძიება. მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ყველაფერს გაარკვევს გამოძიება“, - აღნიშნა შოთაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შოთაძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.

ცნობისთვის, შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაპატიმრებული. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics