|
2015-04-16 12:00:41, 3137 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: რიგის სამიტამდე პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტი რიგაში ქართულ დელეგციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის წევრებს შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე კვირაში რიგის სამიტი გაიმართება "1თვის თავზე იმართება სწორედ აქ, რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით საქართველოს დელეგაციას მიეცემა შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველომ განიცადა ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, განვიხილოთ სამიტზე მისაღებ საბოლოო დეკლარაციაში ამ პროგრესის ასახვის შესაძლებლობები",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)