|
2017-05-27 14:09:49, 1880 ნახვა
საზოგადოება
კამპანიის „შენც დარგე!“ ფარგლებში, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა ხეები დარგეს
ლისის ტბის ტერიტორიაზე (ამერიკულ აკადემიასთან მდებარე პარკინგიდან რამდენიმე მეტრში) ხეების დარგვის კამპანია "შენც დარგე!" გაიმართა. აქციაში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, საქართველოს რკინიგზაც იყო ჩართული. რკინიგზელებმა ხეები ოჯახის წევრებთან ერთად დარგეს, მათი შვილებისათვის კი, სხვადასხვა სახის თამაშები და სპეციალური გასართობი კუთხე მოეწყო. „საქართველოს რკინიგზამ“ ხეები პარტნიორ ორგანიზაციებთან ”მაკულიტერატურასთან” და ”ბიბლუსთან” ერთად დარგო. რკინიგზელებმა სხვა ორგანიზაციებს მოუწოდეს, ქაღალდი არ გადაყარონ და გადასამუშავებლად ჩააბარონ. "სიამოვნებით ჩავერთეთ ამ პროექტში. მთელი "საქართველოს რკინიგზის" მაკულატურა გადაეცემა პალიტრას და ისინი აღნიშნულ მაკულატურას წიგნების სახით დაგვიბრუნებენ. ეს არის "მაკულიტერატურის" პროექტის არსი. მოგეხსენებათ, რომ მატარებლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ვგეგმავთ და ეს პროექტიც ამაში ძალიან დაგვეხმარება. მიხარია, რომ პროექტში ბევრი რკინიგზელი თანამშრომელი ჩაერთო. დღეს ამ აქციაში ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი მაკულატურით ვმონაწილეობთ, არამედ ნერგები, რომლებიც მოვიტანეთ საქართველოს რკინიგზის სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი. 50-ვე ნერგი საქართველოს რკინიგზისგან საჩუქრად გადავეცით ჩვენს ულამაზეს ქალაქს და ამ პროექტს. მზად ვართ მსგავს აქციებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა", - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ. "საქართველოს რკინიგზის" სიგნალიზაციის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ ტაბიძის თქმით, მსგავსი აქციები ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რკინიგზელებისთვის ისე ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ ხე არის სიცოცხლე, სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ 50 ხე დავრგეთ. ჩვენ მხოლოდ დარგვით არ შემოვიფარგლებით, არამედ მოვუვლით ბოლომდე. ყველა რკინიგზელი დღეს ამ აქციაშია ჩართული და ძალიან გვიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცა. აქცია აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც და რკინიგზის მიერ იქნება მხარდაჭერილი, ვინაიდან თვითონ რკინიგზა ცდილობს რომ ტრანსპორტიც ეკოლოგიურად სუფთა იყოს", - განაცხადა თენგიზ ტაბიძემ. „საქართველოს რკინიგზა“ ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით. ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ ორგანიზაცია ”მაკულიტერატურის” დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი არის მიძღვნილი. ”მაკულიტერატურა” მოსახლეობას საშუალებას აძლევს მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი გადაცვალოს ახლ წიგნებზე და გაამდიდროს თავისი ბიბლიოთეკა.
(NS)
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)