18:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 10:59:42, 2466 ნახვა

მსოფლიო
მანჩესტერში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა - შესაძლოა, ახალი ტერაქტი მზადდებოდა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, მანჩესტერში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ The Independent იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობით ახალი ტერაქტი მზადდებოდა.

სპეცსამსახურების თქმით, არ არის გამორიცხული კიდევ იყოს რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ტერორისტები, უახლოეს მომავალში,  დიდ ბრიტანეთში ახალ ტერაქტებს გეგმავენ. 

ამასთან, პოლიციას მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით სულ 8 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics