|
2017-05-23 17:02:30, 1656 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს 4 მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და ოქროს 4 მედლით დაბრუნდნენ. გამარჯვებულ სპორტსმენებს აეროპორტში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ. შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის MPF/- დივიზიონის (MILLITARY, POLECE AND FIRE) 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში მაქსიმალური - 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში კი 265 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს პირველი განყოფილების მესამე ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმაც ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედლები ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერი სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში მიიღო. (NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)