|
2017-05-21 12:18:02, 2123 ნახვა
სამართალი
ედიშერ ქარჩავა: გიორგი ფანცულაიას განცხადება, რომ მამაოს პროკურატურა აშანტაჟებს, იურიდიულად გაუგებარია
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის თაობაზე, პროკურატურის შუამდგომლობა 19 მაისს გამართულ პროცესზე არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო: „მე განსხვავებით ზოგიერთი პიროვნებისგან, ჭორაობას ვერ დავიწყებ, რადგან იურისტი ვარ, კვალიფიკაციის მქონე ადამიანი(გიორგი ფანცულაიას არ ეხება ეს და მიხეილ რამიშვილს, კონკრეტულად არ დავასახელებ). როდესაც არ გეხება კონკრეტული საქმე, სჯობს, მიხედო შენს საქმეს, რაც ხვთისგან დადგენილია. მე ცალსახად ვთქვი, აპელირება წინა სასამართლო სხდომაზე იმაზე იყო, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის იმიჯი არ შელახულიყო, ზოგადად, ეკლესიას საფრთხე არ დამუქრებოდა, ეს არგუმენტი იყო მიუღებელი. ამ მოტივით სხდომის დახურვა იყო ჩემთვის მიუღებელი. შემდგომში გახდა ცნობილი, თურმე სხვა არგუმენტებთან გვაქვს საქმე, რომელიც დაასაბუთა პროკურატურამ. მამა გიორგი მამალაძის პირად ცხოვრებას და იმიჯს ემუქრებოდა საფრთხე, მესამე პირების ფაქტორი და მართლმსაჯულების იტერესები იყო. ესენი არგუმენტებია“,-განმარტა ედიშერ ქარჩავამ "რუსთვი2"-ის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" სტუმრობისას. ქარჩავას თქმით, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადება, რომ მამაოს პროკურატურა აშანტაჟებს, მისთვის იურიდიულად გაუგებარია: „მაშინ გიორგიმ უნდა ახსნას, რას ნიშნავს აშანტაჟეს. თუ მტკიცებულებები მოპოვებულია, ამოღებულია კანონით დადგენილი წესით, არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ქმედებები, თუ ეს მტკიცებულება უშუალოდ საქმეს არ ეხება, არის კანონის დარღვევით მოპოვებული, მაშინ, ბატონო გიორგი, თქვენ წინასასამართლო სხდომაზე დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით უნდა მიგემართათ და მოგეთხოვათ აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა და ეს დაგესაბუთებინათ იმით, რომ ამას უშუალოდ არ აქვს მკვლელობის მომზადებასთან კავშირი“,-მიმართა საპატრიარქოს იურისტმა ადვოკატს. გიორგი ფანცულაიამ კი უპასუხა, რომ დახურულ სხდომაზე მათ მიერ დაყენებული რამდენიმე შუამდგომლობა სწორედ მსგავსი მტკიცებულებების არ დასაშვებობას ეხებოდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკამყოფილა. ედიშერ ქარჩავას შეფასებით, მისთვის, როგორც იურისტისთვის, საინტერესო არის სწორედ აუდიო-ვიდეო ფაილების ნაწილი, სადაც ბრალის მაკვალიფიცირებელ ნიშნებზეა საუბარი. ქარჩავას განმარტებით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან და სხდომის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამართლებრივად საინტერესო ძირითადი გარემოებები დახურული იქნება და ამიტომ, სხდომის ნაწილობრივ საჯაროობას აზრი არ აქვს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)