|
2017-05-20 16:53:08, 2177 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა ოთარ წოწორიას სიმამრს ეკუთვნოდა, რომელიც მიმდინარე წლის 11 მაისს გარდაიცვალა. „2017 წლის 18 მაისს, შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. იმავე დღეს, გამოძიების მიერ, გადაუდებელ შემთხვევაში, ჩატარდა ოთარ წოწორიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელსაც ოთარ წოწორიასთან ერთად ესწრებოდა მისი ადვოკატი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რევოლვერი და სხვადასხვა სახის 227 ვაზნა. გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. რევოლვერის და ვაზნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს - ა. ა-ს. ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)