|
2017-05-16 17:23:27, 1630 ნახვა
საზოგადოება
ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის მოსახლეობამ სამედიცინო კვლევები უფასოდ გაიარა
ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარ ნინო წილოსანის ინიციატივით და საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, გურიის მოსახლეობას საშუალება მიეცა, უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაცია და გაევლო დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. აქცია14 მაისს, შეკვეთილში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა „დოსტაქარში“ ჩატარდა. სპეციალურად ამ აქციისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მოწვეულმა ექიმებმა მსურველებს გაუწიეს კონსულტაციები და ჩაუტარეს კვლევები კარდიოლოგიის, ონკოლოგიის და მამოლოგიის მიმართულებებით. დეპუტატის ბიურო მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს. „ამ ეტაპზე გამოიკვეთა კონკრეტული მოთხოვნილებები და ასევე ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელთა გათვალისწინებითა და გადაჭრით ჩვენ შევძლებთ, სამომავლოდ ამ აქციებს უფრო მასშტაბური სახე მივცეთ,“ - დასძენს ნინო წილოსანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)