23:38 - 21 Jul, 2026
|
2017-05-16 16:48:13, 1853 ნახვა
საზოგადოება
მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მუშაობა შეწყვეტილია
თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მუშაობა შეწყვეტილია. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის სატრასპორტო კომპანიიდან აცნობეს, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს ელექტროენერგიის მიწოდება 16:15 საათზე შეუწყდა. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. "ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე. თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. ამასთან თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. ს.ს "თელასში" მასობრივ გათიშვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)