|
2017-05-16 16:14:42, 2033 ნახვა
სამართალი
ლაშა თორდიას დაკითხვა დასრულდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლი გამომძიებლებმა უკვე დატოვეს. გამოკითხვის შემდეგ, გამომძიებლებმა კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ თორდიამ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა. საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით მათ აღნიშნეს, რომ გამოძიების დასრულებამდე კვალიფიკაციის შეცვლაზე კომენტარი არ გაკეთდება. “საქმეზე უკვე არა ერთი მოწმე დაიკითხა. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციის შეცვლასა და თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრების ამოღებას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გვაკეთებ”, - განაცხადა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა. ლაშა თორდიას დაკითხვა თითქმის 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)