19:59 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 12:20:01, 1480 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს.

კერძოდ, კითხვაზე “როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა:

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო - 9% ძალიან კარგად, კარგად - 34% - საშუალოდ 36%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 8%;

იუსტიციის სამინისტრო - ძალიან კარგად 4%, კარგად - 29%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 12%;

თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 2%, კარგად - 21%, საშუალოდ 42%, ცუდად 12%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 20%, უარი პასუხზე - 1%;

ენერგეტიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 26%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 8%.

განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 24%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 16%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 12%;

შინაგან საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 19%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 17%;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად 1%, კარგად - 13%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 9%, ძალიან ცუდად - 1%, არ ვიცი - 33%, უარი პასუხზე - 1%;

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 17%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 23%; უარი პასუხზე - 1%;

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 10%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 29%;

დევნილთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 14%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 21%;

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 12%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 22%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 20%;

ეკონომიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 8%, საშუალოდ - 41%, ცუდად - 20%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე -1 %;

ფინანსთა სამინისტრო - ძალიან კარგად 0%, კარგად - 9%, საშუალოდ - 39%, ცუდად - 23%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე 1%.

კვლევის საველე სამუშაოები  7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics