23:37 - 21 Jul, 2026
|
2017-05-15 09:40:20, 1875 ნახვა
პოლიტიკა
NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს მედიას დღეს წარუდგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს დღეს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში", მ. კოსტავას 14 გაიმართება. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)