|
2017-05-12 20:33:37, 2020 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება გამოირიცხება
"პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება აუცილებლად გამოირიცხება",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა. მედიასთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი განხილვა ტრადიციულად აქტიური იყო და მოსახლეობა სხვადასხვა აქტუალური საკითხით დაინტერესდა. „იყო საინტერესო შეკითხვები მათ შორის, კრიტიკული შეკითხვები და ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ. ყველაზე აქტუალური საკითხებია საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო არჩევნები, ბონუსთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ უკვე გავაჟღერეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გამოირიცხება ყოველგვარი უსამართლო გადანაწილება მანდატებისა პარლამენტში. შესაბამისად, რაც შეეხება ბონუსს, ბონუსი შეიძლება დარჩეს ძალაში, თუმცა, შეგვიძლია, ჩავდოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს ჭარბი უპირატესობის მინიჭებას გამარჯვებული პარტიისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ კუთხით შეიძლება დაემატოს კონკრეტული ჩანაწერები კონსტიტუციის ახალ რედაქციას, სხვა მიმართულებით, შეიძლება, იყო არაერთი კითხვა დასმული სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით, დაწყებული 94-ე მუხლი, რომელთან დაკავშირებითაც მთელი კამპანია წარიმართება. მოკლედ, გვექნება სიღრმისეული მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში, მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)