|
2017-05-12 19:29:33, 1875 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ეიკი ნესტორმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტის ფარგლებში საქართველოში სტუმრობა გაიხსენა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ტალინში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პარლამენთტაშორისი მეგობრობის ჯგუფების აქტიურობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ესტონეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს და იმედი გამოთქვა, რომ ესტონეთის თავმჯდომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ისაუბრეს მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნეს, რომ სამაგალითო პარტნიორობასთან ერთად საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებთ. შეხვედრისას, ყურადღება ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას დაეთმო. გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდოომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)