|
2017-05-12 11:26:37, 1528 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიღების წყარო ტელევიზია და შემდეგ ინტერნეტია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 76% ამბობს, რომ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ძირითადად ტელევიზიიდან იღებს. გამოკითხულთა 16% ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ინტერნეტს ასახელებს, ხოლო მეორე წყაროდ ინტერნეტს 24 % აფიქსირებს. ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ გამოკითხულთა 3% მეზობლებსა და მეგობრებს ასახელებს, 2% ოჯახის წევრებს, 1% გაზეთებს და ჟურნალებს, ასევე 1% რადიოს. ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან 27% იღებს. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)