|
2017-05-11 18:58:59, 1937 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: გულწრფელად ვამბობ - ნუ დავტოვებთ ქვეყანას და ჯარს მთავარსარდლის გარეშე
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას კონსტიტუციური რეფორმის შესახებ საკუთარი შეხედულებები წარუდგინა და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები შეაჯამა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საყოველთაო განხილვაში მონაწილე საზოგადოების წარმომადგენლებს აქტიურობისა, და საინტერესო დისკუსიისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში აერთიანებს დ ა მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს პროცესის თანამონაწილე. „ამ შეჯამებამ კიდევ უფრო უნდა გაგვაძლიეროს. გაგვაძლიეროს სწორედ იმ ძირითადი მიმართულებით, რასაც ჰქვია ერთიანობა. იმ ლოზუნგით, რაც დაგვიბარეს ჩვენმა წინაპრებმა და, რაც წერია ჩვენს გერბზე - „ძალა ერთობაშია". ამ ერთობაში იგულისხმება, რომ ყველა ერთ აზრზე კი არ ვივლით, არამედ გვექნება სხვადასხვა შეხედულებები, მაგრამ შევძლებთ რაღაცაზე შეთანხმებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და კონსტიტუციური პროექტით განსაზღვრული საარჩევნო სისტემის ხარვეზებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ისეთ საკითხებზე როგორიცაა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა და გადაუნაწილებელი ხმების განაწილების ბონუსსისტემა, აუცილებელია შევეკითხოთ და მოვუსმინოთ პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას, გავითვალისწინოთ მათი პოზიცია, თუ რა არის მათთვის უმჯობესი, რა გამოცდილებაა მისაღები, რათა გავაძლიეროთ ოპოზიციური პარტიები და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. „მივცეთ მათ შესაძლებლობა, როგორც თავად სურთ ისე განვითარდნენ, რატომ ვზღუდავთ? საკონსტიტუციო სისტემა სამართლიანობას უნდა ემყარებოდეს. სხვისი ხმების დარეგისტრირება, საკუთარ ხმებად მიწერა, ჩემთვის არამარტო არასამართლიანია, არამედ, გარკვეულწილად, ვფიქრობ, რომ ძლიერმა პარტიამ ეს არც უნდა იკადროს. რად უნდა სხვისი ხმები. მიიღე ხმა? - აიღე ის ხმა, რაც შენია; სხვისი ხმა, რატომ უნდა მიითვისო გაუგებარია. მარტივად გავაკეთოთ, პოლიტიკურ პარტიებს ვკითხოთ - ეს ხომ მათი სათამაშო მოედანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სახელმწიფოს მეთაურმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია საზოგადოებას უკეთესად დაუსაბუთო და აუხსნა ამ ცვლილების მიზეზი. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ჯარი დღესაც დგას მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი არმიის წინაშე, ქართველ ჯარისკაცს წინ უდგას ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ალბათ ყველაზე რთულია მსოფლიოს მასშტაბით და ამ სირთულეების ფონზე, ყველაზე შემაშფოთებელია, რომ კონსტიტუციაში მთავარსარდლის ფუნქციები გამქრალია. „ჯარისკაცს მთვარსარდალი არ უნდა მოუშალო. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით სტაბილურობა; აქ არცერთი ქვეყნის მაგალითია ადეკვატური, იმიტომ რომ, საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამოწვევების წინაშე, საბედნიეროდ, არც იტალია, არც პოლონეთი, არც ავსტრია არ დგას; საქართველოს გამოცდილება განსაკუთრებულია. სულ 30 კილომეტრში ამ წერტილიდან, სადაც დღეს ვართ დგას ბირთვული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები. ეს გასააზრებელია და ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნისმოგების, კამათის გარეშე, გულწრფელად ვამბობ - ნუ დავტოვებთ ქვეყანას და ჯარს მთავარსარდლის გარეშე",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია უნდა იყოს ყველა მხარის კონსენსუსის დოკუმენტი, და მნიშვნელოვანია ვიპოვნოთ შეთანხმების გზები და შევქმნათ ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ყველა ქართველს გააერთიანებს.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)