16:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 11:06:30, 413 ნახვა

პოლიტიკა
მარტინ ლიდეგორდი: ვიბრძოლებთ, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს

„ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს, ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რუსეთის მხრიდან პოზიტიურ შედეგებს ვერ დაინახავენ, სანქციებს გაზრდიან, ხოლო თუ კი რუსეთი პოლიტიკას შეცვლის და სიტუაცია გამოსწორდება, სანქციებს შეასუსტებენ.

„მოლდოვა, უკრაინა არის ამგვარი პრობლემის წინაშე. ეს არ არის მისაღები. ჩვენ შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს. ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს სანქციებს გავზრდით, თუ გამოსწორდება სიტუაცია, შევასუსტებთ. ვცდილობთ დავანახოთ, რაოდენ მოიგებს ქვეყანა, თუკი ის შევა გაცილებით კონსტრუქციულ თანამშრომლობაში ევროკავშირთან. ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი პარტნიორი რუსეთის, მაგრამ არა იმ ფონზე, როდესაც მას უკანონო ოკუპაციები აქვს განხორციელებული მთელი რიგი ქვეყნების მიმართ. ვფიქრობთ, დრო არ მუშაობს რუსეთის ეკონომიკის სასარგებლოდ, პირიქით, სანქციებით გადატვირთული ყოველი დღე აზიანებს“, - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics