17:43 - 07 Jul, 2026
|
2017-05-11 14:48:56, 2551 ნახვა
სამართალი საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე: ლუჟკოვი სპეციალურ სიაში იქნება შეყვანილი და საქართველოში ვეღარ შემოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ ჩამოვა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ლუჟკოვს ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი. "არსებობს სპეციალური სია, სადაც შეყვანილი არიან ასეთი ადამიანები. შეიძლება, ლუჟკოვი თავის დროზე ამ სიაში შეტანილი არ იყო. მას ამ სიაში შევიტანთ და საქართველოში ვეღარ შემოვა", - განაცხადა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)