19:59 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 18:08:35, 1909 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: გერმანიამ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი დახმარება გაუწია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის “25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები საერთო ღირებულებები და ინტერესები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და დაფიქსირებულ პროგრესზე. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცების საქმეში.

„გერმანია არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელმაც, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიული რეფორმირების, ასევე, ინტეგრაციული კუთხით და ჩვენ მადლიერი ვართ მათი ამგვარი წვლილისთვის. გერმანია, ამავე დროს, არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ფინანსური დახმარების და შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ ფორუმებზე, სტრატეგიულ დისკუსიებზე ვმსჯელობთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ევროინტეგრაციულ პროცესებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე ამ პროცესში და არა მხოლოდ“, - განაცხადა ფორუმზე გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.

ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება. ღონისძიება სასტუმრო „რუმს თბილისში“ მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics