20:01 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 22:26:26, 2040 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ტომ კოტონს შეხვდა

აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ტომ კოტონს შეხვდა.

აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრ, სენატორ ტომ კოტონთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ხაზი გაესვა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

სენატორმა ტომ კოტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე სამშვიდობო მისიებში. სენატორმა გამოხატა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics