15:56 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 10:38:01, 1981 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს (Donald J. Trump) შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოხატა ამერიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
ოკუპირებული ცხინვალი: ევროკავშირი სირიაზე ზეწოლას ახდენს აღიარების გასაუქმებლად
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ადვოკატი: სასტუმრომ მზაობა გამოთქვა, გიორგი ჭიღლაძის გირაოს თანხის გადახდასთან დაკვაშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics