|
2017-05-08 18:31:02, 2473 ნახვა
პოლიტიკა სამართალი საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: საზოგადოების ჩართულობით საკონსტიტუციო ცვლილებებზე უფრო მაღალი კონსენსუსის მიღწევაა შესაძლებელი
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც კომისიამ საყოველთაო განხილვაზე გამოიტანა, ნულოვანი პარტიული კონსენსუსის მატარებელი უწოდა. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დარბაზებში. „ეს დისკუსია ყველა სოფელში, ყველა უნივერსიტეტში უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც აზრთა ჭიდილში კონსენსუსამდე მიგვიყვანს, რადგან კონსტიტუცია არის საყოველთაო კონსენსუსის დოკუმენტი. სამწუხაროდ, ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ არის დღეს ნულოვანი პარტიული კონსენსუსის მატარებელი, მაგრამ საზოგადოების ჩართვის ფონზე ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო მაღალ კონსენსუსს'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)