23:05 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 16:59:51, 1646 ნახვა

საზოგადოება
ფერმერებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო  ბაზაზე, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს. 

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის მყნობა შეისწავლეს. 

ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირის და სასურველი ჯიშის, ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პერიოდულად სხვადასხვა აგარარული მიმართულების სემინარებს და ტრენინგებს ატარებენ, მათში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგებისა და სემინარების შესახებ  ინფორმაცია, ასევე, სააპლიკაციო ფორმა ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წინასწარ ქვეყნდება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics