|
2017-05-08 14:44:58, 2479 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ჩემთვის ბონუსის სისტემა მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მანდატების განაწილების წარმოდგენილ წესზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიებისთვის ახალი წესი მიუღებელია და ასევე ეწინააღმდეგებიან საარჩევნო ბლოკების აკრძალვას. მარგველაშვილის შეფასებით, მათი პოზიციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია: „არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ ჩვენთან თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მივიდნენ ერთიან ხედვამდე, რა ტიპის საარჩევნო სისტემა უნდა ყოფილიყო. ჩვენ უნდა გვქონოდა რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს იყო ის საპარლამენტო ინიციატივა, რომელის დღესაც რეალურია. ჩვენ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს ამ კონსტიტუციაში უზრუნველყოფილია, მაგრამ შიგნით არის ჩადებული ისეთი სისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა. რა არის არჩევნების სამართლიანობის განმსაზღვრელი? ხმა ქმნის ხელისუფლებას და ამ ხმების გათვალისწინება ქმნის დემოკრატიას.5%-იანი ბარიერი ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია, შემდგომი ნაბიჯი ბლოკების უარყოფა, მათთვის ესეც მიუღებელია, როცა ამის ლეგიტიმაცია ხდება ისე, რომ ამითი ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურებიდან, ჰკითხეთ, რა უნდათ, როგორ უნდათ რომ ხელი შევუწყოთ. ჩემთვის მიუღებელია ბონუსის სისტემა. ანუ რაღაცა ზემიზნის, დემოკრატიის პრინციპის, რომ შენი ხმა შენია და შენ გადაწყვეტ ვის მისცემ, ამის მაგივრად სხვისი ხმების სხვებისთვის მიცემა. ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ის ერთი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა საარჩევნო უბანში შემოხაზა“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)