|
2017-05-05 18:45:01, 2480 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით, სრულად დაიხურა წინასასამართლო სხდომა გიორგი მ.-ს ბრალდების საქმეზე. საქმის მასალების თანახმად, პროცესის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება, ასევე მიმდინარეობს გამოძიება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ რელიგიური მოტივით მუქარის შემცველი სატელეფონო ზარის განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ პროცესის მონაწილეებს სხდომის საჯაროდ წარმართვის შემთხვევაში. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გააჩნია სხვადასხვა საპროცესო უფლება, მათ შორის სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ, თუმცა აღნიშნული დათქმა არ არის იმპერატიული და აბსოლუტური, თუკი აღნიშნული იწვევს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა უფლებების, თავისუფლების და უსაფრთხოების ხელყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)