|
2017-05-05 16:58:50, 2222 ნახვა
სამართალი
ჯარჯი წიკლაური განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს ბრალდების შუამდგომლობის არასწორ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს. წიკლაურის თქმით, წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს, რათა დაცული ყოფილიყო მართლმსაჯულების ინტერესები და საფრთხე არ შექმნოდა პროცესის მონაწილეებს. პროკურორის თქმით, საპატრიარქოს რეპუტაცია არაფერ შუაშია და არც უხსენებიათ. "სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა დავაყენეთ იმიტომ, რომ დაცული იყოს მართლმსაჯულების ინტერესი, საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილეებს და გამოძიების ინტერესია სახეზე, რადგან გრძელდება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება. ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, არასწორი ინტერპრეტაცია აღნიშნული შუამდგომლობის, თითქოს საპატრიარქოს იმიჯისთვის მოხდა და საპატრიარქოს რეპუტაცია გამოიყენა პროკურატურამ არგუმენტად. ესაა აბსურდი. ჟურნალისტები ესწრებოდნენ სხდომას. არც კი გვიხსენებია საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია. ისინი სპეკულირებენ ამ თემაზე. ის არგუმენტები, რაც დავაყენეთ, იყო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა",-აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ბრალდების ერთ-ერთ მოწმეს რელიგიური მოტივით მუქარა შეუთვალეს და ღია სხდომაზე ამის შესახებ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებდნენ. "ჩვენ იმიტომაც დავხურეთ სხდომა, რომ არ გვინდა ვთქვათ, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა სახის იყო ეს მუქარა. ამას ვაკეთებთ, რათა დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. რელიგიური მოტივი ედო საფუძვლად, რატომაც შეუთვალეს მუქარა ერთ- ერთ ჩვენს მოწმეს" -განაცხადა პროკურორმა. მან არ დააკონკრეტა, ვინ იყო ეს პირი და რა სახის მუქარა განხორციელდა მასზე. "მთავარი არგუმენტია პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და არაფერ შუაში არ იყო საპატრიარქოს რეპუტაცია,-განმარტა ჯარჯი წიკლაურმა. ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სრულად დაიხურა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)