04:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 15:11:21, 2078 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს პოეტის ზურაბ გორგილაძის საფლავი ყვავილებით შეამკო.

ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრები. მათ გაიხსენეს ზურაბ გორგილაძის სახალხოდ ქცეული ლექსები და პოეზიის მარგალიტები. პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა მამა სერგიმ და მამა ანდრიამ აღავლინეს.

,,დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - ჩვენი კუთხის გამოჩენილი შვილის, სასახელო პოეტის, ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილე. მინდა თითოეულ ჩვენგანს მივულოცო ეს დღე. ზურაბ გორგილაძე იყო ყველასათვის საყვარელი პოეტი, გამორჩეული პიროვნება და მშობლიური კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანი. ის იყო არაჩვეულებრივი პოეტი, ამიტომაც სიცოცხლეშივე დაიმსახურა მშობელი ხალხის სიყვარული. მჯერა, არაერთი თაობა გაიზრდება მის ლექსებზე. მის სახელს, მის შემოქმედებას დაფასება და მოფრთხილება სჭირდება"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარე.

დღესვე, ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელ გორგაძეებში მდებარე მამისეულ სახლში პოეტის სახლმუზეუმი გაიხსნება, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში კი პოეტის მემორიალი დაიდგმება, რომლის გარშემოც მისი სახელობის სკვერი მოეწყობა. დღის ბოლოს კი ხალას კულტურის სახლში ზურაბ გორგილაძის საიუბილეო საღამო გაიმართება.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics