|
2015-04-11 10:38:31, 516 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ვიზიტი შეაჯამა. ქვეყნის პირველმა პირმა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან და წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღეს გვქონდა აუდიენცია მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. რომის პაპთან საქართველოს ისტორიული როლის, იმ უნიკალური კულტურისა და განსაკუთრებული მისიის შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებდა რეგიონში. ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. განვიხილეთ ის სირთულეებიც, რაც ქართულ-ევროპულ არჩევანს დღეს თან ახლავს. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს მომავალ როლზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის, ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარებისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდართან ვიზიტის დასასრულს, მაკა ჩიჩუასთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად, კულტურული ღონისძიების ფარგლებში წმინდა პეტრეს ტაძარი მოინახულა და ვატიკანის მუზეუმი დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)