|
2017-05-03 13:30:28, 2106 ნახვა
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს Brexit-ის გამო, 100 მილიარდამდე ევროს გადახდა მოსთხოვა
საფრანგეთისა და გერმანიის ახალი მოთხოვნების თანახმად, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირისთვის Brexit-ის გამო, შესაძლოა 100 მილიარდამდე ევროს გადახდა მოუწიოს, - ამის შესახებ Financial Times იუწყება. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებების მონაწილეებმა თავდაპირველ გათვლებს გადახედეს და ფულადი ვალდებულებები მაქსიმალურად გაზარდეს.ფულადი ვალდებულებები ბრიტანეთმა Brexit-ის პროცედურების ფარგლებშ უნდა დაფაროს. აღნიშნულ მოთხოვნებს, ოფიციალური ლონდონი უკვე გამოეხმაურა. როგორც Brexit-ის საკითხებში მინისტრმა დევიდ დევისმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 100 მილიარდ ევროს არ გადაუხდის. "ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დეტალურად განვიხილოთ უფლებები და ვალდებულებები. ჩვენ არ ვართ მთხოვნელები. ეს მოლაპარაკებებია. ისინი დააფიქსირებენ თუ რა სურთ მათ, ხოლო ჩვენ - რა გვსურს ჩვენ. გაერთიანებული სამეფო ემორჩილება კანონს და არა ევროკავშირის ნებას", - აღნიშნა დევისმა. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)