12:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 14:13:14, 2556 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის მხრიდან თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების ახალ პირობას ანკარა პროვოკაციულად აფასებს

ოფიციალური ანკარის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების ახალი პირობი პროვოკაციულია, - ამის შესახებ BBC თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

„თურქეთი ხვდება, რომ ეს წითელი ხაზია, თუმცა ვთვლით, რომ საქმე გვაქვს არაკონსტრუქციულ დიალოგთან. ეს არის ერთი მხარის გაგდება დიალოგიდან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე კაან ეზნერი. 

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირი კარგი პროექტია და მასში გასაწევრიანებლად თურქეთმა ყველა პირობა შეასრულა, ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერმა უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოეწერა. 1987 წელს ოფიციალურმა ანკარამ ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მოლაპარაკებები ამ თემაზე კი, 2005 წელს დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics