00:06 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:44:21, 1795 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო კომისია იყო ყველაზე ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს

„კომისია იყო ყველაზე  ინკლუზიური და ფართო  ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს ამ  25 წლის განმავლობაში“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან  შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო ფორმატს ალტერნატივა არ ჰქონდა. 

„რაც შეეხება მოქმედ კონსტიტუციას და კანონმდებლობს, კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ერთადერთი სწორი ფორმატი იყო  საპარლამენტო ფორმატი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება, არის სწორედ  საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე საპარლამენტო ფორმატს არ ჰქონდა ალტერნატივა და ჩვენ სწორი ფორმატით შევქმენით  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამ ფორმატმა მოგცა ჩვენ შესაბამის შედეგზე გასვლის  საშუალება. რაც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, კომისია იყო უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობაზე  დაფუძნებული. ჩვენ გვყავდა  73 წევრი კომისიაში. მათ შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, საპარლამენტო  პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასაპარალამენტო პარტიების წარმომადგენლები, შემადგენლობაში შედიოდა ყველა კონსტიტუციური ორგანოს  წარმომადგენელი და ასევე კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები  და ექსპერტები. ასეთი ფართო შემადგენლობით ჩამოყალიბდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. რაც შეეხება ექსპერტების და არასამთავრობოების შერჩევას, ვფიქრობ ობიექტური კრიტერიუმები იყო  გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით  რაიმე განსაკუთრებული კითხვის ნიშნები  რეალურად ა რ დასმულა. პროცესიც იყო ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული  და განსაზღვრული, რაც იყო ერთ-ერთი  მთავარი უპირატესობა ამ ახალი საკონსტიტუციო კომისიის. ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული   თითოეული შეხვედრის მიზანი  და ამოცანა, რაც არ გვახსოვს წინა კომისიების პრაქტიკიდან და ეს ყველაფერი აისახა პირდაპირ კომისიის მუშაობაზე, კერძოდ კომისიის თითოეულმა წევრმა იცოდა თუ რისთვის მოდიოდა კონკრეტულ სხდომაზე და რა იყო სხდომის მიზანი, ამან განაპირობა ძალიან მაღალი დასწრების მაჩვენებელი და ამან განაპირობა ძალიან აქტიური დისკუსია კომისიის ფორმატში. კომისია იყო ყველაზე  ინკლუზიური და ფართო  ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს ამ  25 წლის განმავლობაში, რაც იყო ძალიან დიდი მიღწევა“,-განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics