10:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 11:33:03, 2477 ნახვა

მსოფლიო
„ჩინეთის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს“ - ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გამოცდა ქვეყნის დედაქალაქის , ფხენიანის ჩრდილოეთით განხორციელდა.

მედიის ცნობით, გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან რაკეტის გაშვების შემდეგ ის აფეთქდა.

ცნობისთვის, მსგავსი ტიპის გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 15 აპრილსაც ჩაატარა და ის ასევე, წარუმატებელი იყო.

აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ინფორმირებულია.

ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო ცდას სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

"ჩრდილოეთ კორეამ უპატივცემულობა გამოიჩინა ჩინეთისა და მისი უაღრესად პატივსაცემი პრეზიდენტის სურვილების მიმართ, როდესაც, მართალია წარუმატებლად, მაგრამ გამოსცადა რაკეტა. ეს ცუდია!", - წერს დონალდ ტრამპი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics