|
2017-04-28 17:12:07, 1286 ნახვა
სხვადასხვა
Booking.com-ზე ოკუპირებული აფხაზეთი რიგ შემთხვევებში, ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია
ვებ-გვერდი Booking.com, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის სერვისს სთავაზობს, ოკუპირებულ აფხაზეთს რიგ შემთხვევებში ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს. საიტზე მომხმარებლის პროფილის რედაქტირებისას ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მითითებული და საკუთარი ე.წ. დროშით არის გამოსახული. აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, Facebook-ის მომხმარებელმა მარიკა გენგაშვილმა booking.com-ის ოფიციალურ გვერდს მიწერა, რაზეც მას უპასუხეს, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა და აქვე მისი გეოგრაფიული მდებარეობა განუმარტეს. საქართველოდან ვებ-გვერდზე შესვლის შემთხვევაში, აფხაზეთი აღნიშნულია, როგორც საქართველოს ტერიტორია, თუმცა რუსეთიდან შესვლისას „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან საიტზე აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია და მხოლოდ რუსეთიდან შესვლისას ჩნდება, როგორც ცალკე სახელმწიფო. ინფორმაციის გასარკვევად "ექსპრესნიუსი" საქართველოში Booking.com-ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ლოკალურ ოფისს ოფიციალური კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს. „ექსპრესნიუსი“ Booking.com-ის ოფიციალური წარმომადგენლობის მხრიდან დაკავშირებას ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)