10:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 19:26:53, 2285 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო

ევროპარლამენტმა საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მარინ ლე პენისთვის, საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფრანგმა გამომძიებლებმა კანდიდატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი 14 აპრილს დააყენეს.

იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მარინ ლე პენმა სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისვლაზე უარი თქვა. ამის მიზეზი საპარლამენტო იმუნიტეტით არსებობაა.

მედიის ცნობით, 29 და 30 მარტს, გამომძიებლებმა ევროპარლამენტში მოთხოვნა გააგზავნეს მარინ ლე პენსა და მარი-კრისტინ ბუტონესთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

"ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. ამის გამო ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო, თუმცა აქამდე პრეზიდენტობის კანდიდატს, ევროპარლამენტის სადეპუტატო იმუნიტეტი იცავდა. ამასთან,  მას ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებაშიც ადანაშაულებენ. 

ასევე, მარინ ლე პენი და მარი-კრისტინ ბუტონე ეჭვმიტანილნი არიან ფიქტიურ დასაქმებაში. გამოძიების მტკიცებით, ისინი სახელფასო ანაზღაურებას უხდიდნენ პირებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავდათ როგორც საპარლამენტო თანაშემწეები და რომლებიც, მათი მტკიცებით, თითქმის არასოდეს გამოჩენილან ევროპარლამენტში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საფრანგეთის "ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს, მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics