21:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 14:19:54, 694 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური შალვა აბულაძეს მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს

შინაგან  საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ  შალვა აბულაძეს მოუწოდებს  სამართალდამცველებს ჩაბარდეს.
მისივე თქმით,  შალვა აბულაძის დასაკავებლად   მუშაობა მიმდინარეობს.
 ვახტანგ გომელაური გამოძიების ინტერესებოდან გამომდინარე საქმის  დეტალებზე არ საუბრობს,  თუმცა  ფიქრობს, რომ  შალვა აბულაძის დაკავება უახლოეს მომავალში მოხდება.
„ვუსამძიმრებ ოჯახს, ის ასევე  იყო  შინაგან საქმეთა სამინისტრის ერთი დიდი ოჯახის წევრი და მინდა ყველას  დიდი მადლობა გადავუხადო ვინც გაიზიარა  ჩვენი გულისტკივილი.   ძალიან მნიშვნელოვანი  იყო ყველა მოქალაქის  გვერდით დგომა პოლიციელებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმ ადამიანის დასაკავებლად. მე მოვუწოდებ  მას,  რომ გამოცხადდეს, ჩაბარდეს პოლიციას  და კანონის ფარგლებში მოხდება მისი გასამართლება.  მის დასაკავებლად ვმუშაობთ.  ერთ ადგილას არ ვდგავართ, წინ მივდივართ და ვფიქრობ  უახლოეს მომავალში მოხდება მისი დაკავება“,-განაცხადა ვახტანგ  გომელაურმა.
ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ქაშუეთის ტაძრის ეზოში გააკეთა, სადაც მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის  სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics