|
2017-04-20 12:39:33, 2310 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის (GIF) წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნული ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით, საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის შესაძლებლობების შესწავლას. „ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რათა უკვე აშენებულ გზებს კარგად მოვუაროთ და ჩვენმა მოსახლეობამ გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მიიღოს," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფი ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, განახორციელონ კარგად სტრუქტურირებული ინფრასტრუქტურული რეფორმები. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს მსოფლიო ბანკთან ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ავტომაგისტრალის პროექტზე. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდება," - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, ჯეისონ ლუმ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის სამომავლო შენახვა-რეაბილიტაციის თანამედროვე მოდელები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)