21:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 16:04:59, 1997 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა შიმშილობა დაიწყონ

საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ და ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადეს.

„პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ იმისათვის, რომ საქართველოს  ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია. მათ შორის  მივმართავთ შიმშილობასაც“,-განმარტა ადა მარშანიამ.

მათი თქმით, ფრაქციის მიზანი, საკონსტიტუციო კომისიის დატოვება არაა, თუმცა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები მათ იძულებულს ხდის, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა აღარ მიიღონ.

„თუ ოპოზიცია დატოვებს კომისიას, ჩვენ შევუერთდებით ოპოზიციას. მივმართავთ უკიდურეს ფორმას იმიტომ, რომ სხვანაირად შედეგს ვერ ვაღწევთ“,-აღნიშნა გიორგი ლომიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics