13:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:10:36, 2312 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებაზე: თუ რამე არ მოსწონდათ, შეეძლოთ აქამდე გადაედგათ ეს ნაბიჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარი პოლიტიკური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას გამოეხმაურა.

„საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა მუშაობა.  შესაბამისად, დღეს ვინც ტოვებს კომისიას, განსაკუთრებით იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში არ ჰყავთ წარმომადგენლები და არც ხმის უფლება აქვთ ისედაც დასრულებული ჰქონდათ მუშაობა და  თუ რამე არ მოსწონდათ აქამდე შეეძლოთ ეს ნაბიჯი გადაედგათ. იყო უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობა აბსოლუტურად ყველა აქტორის და გათვალისწინებულ იქნა მრავალფეროვანი აზრი.  თუ რომელიმე პარტიას უნდა, რომ მის თარგზე მოიჭრას კონსტიტუცია, ცხადია ასე ვერ მოხდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics