06:41 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-15 11:40:54, 2512 ნახვა

მსოფლიო
გერმანულმა გამოცემამ მუქარის წერილი მიიღო - „22 აპრილს სისხლი დაიღვრება“

გერმანულმა გამოცემა Tagesspiegel-მა მუქარის წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ „22 აპრილს სისხლი დაიღვრება“.

უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ მუქარას სერიოზულად აღიქვამენ. დორტმუნდში 3 აფეთქების შემდეგ ქვეყანაში ტერაქტის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. მაშინ აფეთქების ტერიტორიაზე წერილი იპოვეს, სადაც ტერაქტების სერიაზე იყო საუბარი. წერილი კი იწყებოდა ფრაზით - "ალაჰის სახელით".

ტერორისტები იტყობინებიან, რომ "ამიერიდან "ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები იქნებიან, როგორც გერმანიაში ისე სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში".

აფეთქების ორგანიზატორი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის, თუმცა გერმანიის გენერალურმა  პროკურატურამ  დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს, ქალაქ დორტმუნდში, 3 აფეთქება მოხდა, რომელმაც ავტობუსი დააზიანა, რომელსაც დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაყავდათ. ერთი ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics