12:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 12:48:01, 2262 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს

ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ განაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტმა გივი ბერიკაშვილის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას მიუსამძიმრა.

“გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. დღეს, ყველა ჩვენგანში ძალიან დიდი სიყვარული და სინანულია. მინდა ვთქვა, რომ ის იყო კაცი, რომელიც, გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე. ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას უანგაროდ აკეთებდა, უაღრესად მშვიდად, თავის ერის სიყვარულით. მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილია ათობით ადამიანი, მათ შორის ცნობილი მსახიობები. ისინი სახალხო არტისტს პატივს მიაგებენ.

პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებსაც ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ თეატრის მიმდებარე ტერიტორია ორმხრივად არის გადაკეტილი.

შეგახსენებთ, რომ სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლისა ასაკში, 10 აპრილს, ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics