18:09 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 10:31:06, 1755 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

„ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შვედ კოლეგასთან მარგო ვოლსტრომთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მინისტრებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტი, რომელიც დაგეგმილია 2017 წლის ნოემბერში. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები და პრიორიტეტები სამიტთან დაკავშირებით.
 
მარგო ვოლსტრომმა მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. მიხეილ ჯანელიძემ შვედ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე.
 
მარგო ვოლსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
 
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი.

ამ მხრივ მინისტრების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის სივრცეში პირდაპირი ფრენების მაღალ სიხშირეს. 

მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4 პუნქტიანი გეგმა და ასევე მთავრობის პრიორიტეტები, რაც ითვალისწინებს მათ შორის ტურიზმის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მიმართებაში თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას. 

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხების შედეგად მიღებულ სარგებელზე , რომლის ამოქმედების შედეგად ევროკავშირი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველო კოლეგა ოფიციალური ვიზიტით შვედეთში მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics