13:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 15:35:55, 2180 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
მარგველაშვილი: პოლიტიკურად ისეთი გამოუცდელი არ ვარ, რომ საარჩევნო კამპანია ვერ დავგეგმო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია ლეგიტიმურია, მაგრამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია სხვა საკითხია. 

„არ ვიცი, მმართველი გუნდი რატომ ეძახის ამასა წინასაარჩევნო კამპანიას, ეს იმათ უნდა ჰკითხოთ. საკუთარ თავზე გავიგე, ტერორიზმს ვუწყობ ხელს და სახელმწიფოს ვანგრევ, რადგან ვთქვი, პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელი. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგს, რატომ ჩათვალეს ასე, ჩემთვის ძნელი ასახსნელია. ამიტომ მინდა დისკუსია. პოლიტიკურად ისეთი გამოუცდელი არ ვარ, რომ კამპანია ვერ დავგეგმო და ორ წელზე გავწელო. ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics