06:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 13:27:35, 2775 ნახვა

მსოფლიო
„ალაჰის სახელით“ - დორტმუნდში აფეთქების ადგილზე წერილობი იპოვეს

დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ ავტობუსთან, აფეთქების ადგილზე წერილობითი შეტყობინება აღმოაჩინეს, რომლის ავტორებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, ქვეყნის პროკურატურა შეტყობინების შინაარსს არ ასაჯაროებს. 

თუმცა, გერმანული გამოცემის Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნაპოვნი წერილი იწყება ფრაზით: " ალაჰის სახელით". წერილში ასევე ნახსენებია, ბერლინში გასული წლის დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და ის ფაქტიც, რომ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მუსლიმების მკვლელობაში მონაწილეობენ. 

აფეთქების ადგილზე ნაპოვნ წერილში აღნიშნულია, რომ „ აწი სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში ISIS-ის სალიკვიდაციო სიაში იქნებიან“. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ  „ბორუსიას" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.  კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. გავრცელებული ინფორმაციით სამიზნე სწორედ გუნდი იყო. 

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში  დორტმუნდის „ბორუსია" ფრანგულ „მონაკოს"  სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფას გადაწყვეტილებით, თამაში, აფეთქების გამო, დღეისთვის გადაიდო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics