|
2017-04-11 18:02:09, 1771 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ არის მიმართული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაკანონების მორიგი მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფისკენ და ასევე წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პოლიტიკის გაგრძელებას. „ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ. ვგმობთ 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. რეფერენდუმს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონისათვის სახელის შეცვლა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ასევე ვგმობთ აფხაზეთთან ადმინისტრიაციულ გამყოფ ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და თავისუფლებებს და ხელს უშლის გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მხცოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობას. ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები არის საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაკანონების მორიგი მცდელობა, მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისკენ და წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პოლიტიკის გაგრძელებას. ვაცხადებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლით დადგენილ პრინციპებსა და ნორმებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტიკებისკენ მიმართულ ძალისხმევას და მოვუწოდებთ მას ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისა და მათი მხადაჭერის გაძლიერებისთვის. მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მათ მიერ მტკიცედ გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,-ნათქვამია განცხადებაში.
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)