|
2017-04-07 15:18:50, 2302 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. სხდომას პარლამენტის წევრების გარდა, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მან დამსწრეთ ხარების დღესასწაული მიულოცა და სიტყვა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა. პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესზე და პარლამენტის ადგილსამყოფელზე. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე, ამ მიმართულებებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მთავრობის მიერ განხორცილებული პროგრამების გაგრძელების აუცილებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე, საპენსიო რეფორმის განხორციელებაზე და ეროვნული წარმოების ხელშეწყობის წახალისებაზე. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება პარლამენტის მიერ გასულ წელს „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტებების შესახებ“ მიღებული რეზოლუციის სულისკვეთებას და მიზნებს. მისივე თქმით, უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საგარეო პოლიტიკის ამოცანებზე, მიზნებზე, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრი თანამშრომლობის მნივნელოვაბზე. როგორც მან აღნიშნა, ქართული სახელმწიფო პარტნიორებთან ერთად მიერ წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტეროტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პარტნიორ სახელმწიოებთან ერთად უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიურო პოლიტიკა და გადაიდგას აქტიური ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა უმწვავესი რეაქცია ახალი გამყოფი ხაზებისა დ მავთულხლართების პოლიტიკაზე. მან გალის რაიონების სოფლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიურ მოხსენებაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ნატოში ინტეგრაცის საკითხს და მოახლოებულ ნატოს ბრიუსელის სამიტს შეეხო. პრეზიდენტმა დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაზე, მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის საკითხებზე, სახალხო დამცველის ანგარიშზე, დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე, განათლების რეფორმაზე და მედიის თავისუფლების საკითხებზე. გამოსვლის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ე. წ. მოსნენების კანონთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს მოქალაქეების სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით მიმართავს.
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)