19:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 17:11:45, 864 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო დავების საბჭოს სხდომა აჭარაში ჩატარდა

 გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვისა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო დავების განხილვის  საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა აჭარის რეგიონში გამართა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თავჯდომარეობით გამართულ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ქალაქ ბათუმის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა, 20-მდე გადამხდელის საჩივარი განიხილეს.

„საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ სჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.

დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics