06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 15:59:21, 2361 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: მივესალმებით, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, მოეწყოს გაცხოველებული დებატები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას მიესალმება.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრია.

"მაშინ, როცა საუბარია, რომ "ქართულ ოცნებას" თავი მიჰყავს თვითიზოლაციისკენ ჩვენ მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, მოეწყოს შინაარსობრივი, გაცხოველებული დებატები",- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი საკუთარ ანგარიშში ყურადღებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს, მათ შორისაა სასამართლო სისტემა, სოციალური თემები და ეკონომიკა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დასრულების შემდეგ, დებატები გაიმართება. პრეზიდენტს მოხსენებით 7 აპრილს მოუსმენენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics