06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 13:25:10, 2047 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი აბესაძის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია,  საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე  მოხსენებით წარდგომის შემდგომ  პოლიტიკური დებატები გაიმართოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე  მოხსენებით წარდგომის შემდგომ გაიმართოს პოლიტიკური დებატები. იმიტომ, რომ  ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებები,  რომლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება  არის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეზღუდვა, მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების ჩამორთმევა. საუბარია ადგილობრივი თვითმართველ ერთეულებში ბევრგან არჩევითი თანამდებობის პირების გაუქმებაზე და მოსახლეობის ამ ჩართულობის გაუქმებაზე, საუბარია გადასახადების გაზრდის შემზღუდავი ნორმის კონსტიტუციიდან   ამოღებაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ჩვენს ეკონომიკურ ყოფას და კიდევ  უფრო მეტად გაურთულებს ცხოვრებას ყოველდღიურად ჩვენს მოსახლეობას“,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics